

კითხვა, როგორ დავაინტერესოთ ჩვენით მსოფლიო, ჯერ კიდევ აქტუალურია. ,,ტაძრის” მიზანი, დაიცვას და შეინარჩუნოს კულტურული მემკვიდრეობა, იზრუნოს მის საზღვრებს გარეთ პოპულარიზაციაზე და ჩააყენოს ქვეყნის სამსახურში, ამ კითხვის ერთ-ერთი პასუხია.
,,ტაძარი” აპირებს ქვეყანა მსოფლიო საზოგადოების წინაშე სწორედ ამ კუთხითწარადგინოს.
ჩვენი
მიზანია ჩავრთოთ მოსახლეობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების
მოვლა-პატრონობის საქმეში და ეს პროცესი გახდეს ბუნებრივი. საზოგადოებას უნდა
გავუჩინოთ სურვილი, მონაწილეობა მიიღოს ისეთ მნიშვნელოვან საქმეში, როგორიცაა
კულტურული მემკვიდრობის მოვლა და მისი დაცვა, ასევე, ამ საქმიანობის აუცილებელ
პირობას წარმოადგენს ერის კულტურული რესურსების იდენტიფიკაცია.
პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანთაგანია
კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ისტორიული ფაქტების ხელახალი
გააზრება, ამ კულტურის საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ პოულარიზაცია და
კულტურულ-საგანმანათლებლო თემატური დასვენების ორგანიზება.
ჩვენი
ამოცანაა ქვეყანაში არსებული ეკლესია-მონასტრების და ციხე-ქალაქების
რესტავრაციის პროექტირება, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება და
მომავალი ფუნქციონირებისთვის შესაბამისი მენეჯმენტის შექმნა; აღნიშნული ამოცანის
განსახორციელებლად პროფესიული კადრების მოზიდვა და საზოგადოების მხარდაჭერა.
![]()
