



პეტრას ციხე საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი კომპლექსია.იგი აგებულია მეექვსე საუკუნეში,მის არეალშიაგანლაგებული:დარბაზული ტიპის ეკლესია,ბიზანტიური ტიპის აბანო, საკვები პროდუქტების სათავსო. კლუბი "ტაძრის" დახმარებით ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები დიდებულ ციხეზე.ამ პროექტის წყალობით სტუდენტებს საშუალება მიეცათ ენახათ ციხე_ქალაქი და უშუალოდ ჩართულიყვნენ ციხის აღდგენა-რესტავრაციაში.
სამუშაოები პეტრაზე 2007 წლის მაისში დაიწყო. მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე კლუბი "ტაძრის"სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისგან შემდგარმა რაზმებმა შიდა ციხეზე ჩაატარეს გაწმენდითი სამუშაოები. ძირითადი საქმიანობა წარიმართა სამხრეთ-აღმოსავლეთით.აქ მდებარე ბიზანტიური ტიპის აბანო გარედან გასუფთავდა მცენარეული ღორღისაგან.გასუფთავდა საკუჭნაოს მსგავსი ნაგებობები,იქ მრავლად იქნა აღმოჩენილი ხორბლეულის ნარჩენები, კერამიკული ტარის ფრაგმენტები, ქვევრის, ჯამების, დოქების და სხვადასხვა ჭურჭლის ნატეხები. ციხეზე აგრეთვე ნაპოვნი იქნა მცირე ზომის აგურები,კ რამიტის ნაწილები, ლურსმნები. კიდევ უფრო გამოვაჩინეთ ჭა, იგი 1993 წელსაა აღმოჩენილი. ამოსუფთავების დროს სტუდენტებმა ნაყარში იპოვეს ვეცრხლის მცირე ზომის მონეტა არაბული წარწერით. მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარეს სტუდენტებმა სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე გალავნის კედლის გაწმენდის მიზნით.
შიდაციხის ცენტრში გასუფთავდა მცირე ზომის დარბაზული ტიპის ეკლესია წრიული აბსიდით. თურქების დროს გადაკეთებული იყო საკუჭნაოდ. ეკლესია ნაგებია დამუშავებული ქვით. ადრეული გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ ეკლესია მოხატული ყოფილა. აღმოჩენილა ფრესკის ფრაგმენტები.1 992 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს საკურთხეველთან სტუდენტების მიერ გაწმენდითი სამუშაოების დროს შემთხვევით გამოჩნდა კიდევ შვიდი მოზრდილი ფრაგმენტი. ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია ,რადგან მეტი წარმოდგენა შეგვექმნა კომპოზიციაზე. მოზაიკიდან კარგად ჩანს, რომ ეს უნდა იყოს ვაზი. კარგად იკითხება მტევნები. მასალად ზღვის კენჭებია წარმოდგენილი. ფონად გამოყენებულია თეთრი ქვები. მტევნები შესრულებულია მოყვითალო კენჭებით. კომპოზიციაში გამოყენებულია ასევე მომწვანო და ცისფერი კენჭები.
სტუდენტებმა ასევე იმუშავეს სამნავიანი ბაზილიკის გაწმენდით სამუშაოებში. მისი ნავის შიგნით და გარეთ აღმოჩნდა კდევ უფრო ძველი ნაგებობების კედლები, რომლის ნანგრევებზე დგას სამნავიანი ბაზილიკა.არსებობს ვარაუდი,რომ იგი ამ უბანზე არსებული ყველაზე ძველი ეკლესიის ნაშთს წარმოადგენს.
მუშაობის გარდა სტუდენტებს სისტემატურად უტარდებოდათ ლექციები საქართველოს ისტორიის შესახებ და პრაქტიკული სწავლება არქეოლოგიური გათხრების მეთოდიკაში. სტუდენტებმა დაათვალიერეს გონიოს ციხე-სიმაგრე და ბათუმის ღირშესანიშნაობები.
იმედია პროექტი "ტაძარი" კიდევ დიდხანს იარსებებს, სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენ კვლავ გავხდებით ბევრი კარგი აღმოჩენის მოწმე.
არქეოლოგი ირაკლი ჩავლეიშვილი


![]()
