ნია ჭითანავა

სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტი

”საქართველოს მიწაწყალზე, მგონი არ მოიძებნება ადგილი, არცერთი კუთხე, არცერთი ხეობა და სოფელი, რომ წარსულის რაიმე ნაშთი არ იყოს დარჩენილი. ან ძველი ეკლესია და სამრეკლო ან ციხის ნანგრევი ან ნასახლარი,” ვ.ბერიძის ეს ნააზრევი მახსენდება. რაქართველოს მდიდარია ისტორიული ძეგლებით, რომლებსაც მოვლა, პატრონობა და ზრუნვა სჭირდებათ.
სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს კულტურის სამინისტრომ და კლუბი ”ტაძრის” კოორდინატორმა მაია მიქაიამ შესაძლებლობა მოგვცა პროექტში ”რაინდი” მონაწილეობა მიგვეღო.
დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო არქეოლოგ ბ-ტ გუკა ღლიღვიშვილისადმი, რომელმაც ციხისა და საქართველოს ისტორიაზე ბევრ ჩვენთაგანს ახალი ინფორმაცია მოგვაწოდა.
აგრეთვე მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, ვინც მოგვცა საშუალება მოკრძალებული წვლილი შეგვეტანა ეროვნული მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეში.
უცნაური იყო განცდა იმისა, რომ ”ვცოვრობდით” ერეკლე მეფის რეზიდენციაში ეს მოკრძალებას მატებდა თითოეულ ჩვენთაგანს.
… და ბოლოს, როგორც ყველა ქართველს, ისე ჩემი ნატვრაა, რომ აფხაზეთისა სა სამაჩაბლოში სადაც ჩვენი აღსადგენი და მონატრებული ძირძველი ისტორიული ძეგლები გველოდება, აფრიალდეს ეროვნული მემკვიდრეობის კლუბის დროშა და ტკივილიანი კუთხეები დაუბრუნდეს თავის საყვარელ ქვეყანასა და ხალხს.

გიორგი სოფრომაძე

თ.ს.უ-ს სტუდენტი

 

ძალიან მაგარი იყო... ძალიან... ყველაფერი კი სულ რაღაც რვა საათიანი დამღლელი მგზავნობით დაიწყო კატასტროფულ სიცხეში. მაგრამ ”პეტრას ციხეზე” ჩასულებს აღარ გვახსოვდა დამქანცველი მგზავრობა... მუშაობა...აღმოჩენები... ზღვა... გართობა...ექსკურსიები... ეს ყველაფერი იქ ხდებოდა, ციხისძირში, პეტრაზე.. ციხისძირში მქონდაორიგინალური დაბადების დღე, ორიგინალური ტორტით... ტეპრაზე ღამეებიც განსაკუთრებული ემოციით დატვირთული იყო... გიტარა, სახალისო ისტორიები, ბევრი სიცილი და სუპერ ორიგინალური ბანაკელების ორიგინალური შეკითხვები ლიდერებისადმი... აი, ღამე რომ იხატებოდეს აუცილებლად დავხატავდი...

თამარ თეთრაძე

თ.ს.უ-ს სტუდენტი

 

ციხისძირი ულამაზესი ადგილი.. მეექვსე საუკუნის ბუმბერაზი ციხე-პეტრა, წყნარი ზღვა და დიდებული ბუნება. მრავალსაუკუნოვან ციხეში ჩასვლისას თითოეულ ჩვენთაგანს სიამაყის გრძნობა დაგვეუფლა, თითქოს წარსულში დავბრუნდით, წარმოგვიდგა როგორ შენდებოდა ციხე-ქალაქი, როგორ მუშაობდნენ ჩვენი წინაპრები.. ჩვენც ვმუშაობდით, ჩავატარეთ წინასარესტავრაციო სამუშაოები. იყო აღმოჩენებიც . . . არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ეკლესიის საკურთხეველში მოზაიკა ვიპოვეთ, მასზე ვაზი იყო გამოსახული, რომელიც მეექვსე საუკუნის აღმოჩნდა. ამ ფაქტის გამო ჩვენთან კულტურის მინისტრი და ტელევიზიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნსთვის და ამაყები ვიყავით, რადგან ამის მონაწილეები და მომსწრეები გავხდით. ათმა დღემ მალე გაირბინა, თვალცრემლიანი ვტოვებდით იქაურობას და ბედნიერები ვიყავით, რომ მცირე წვლილი შევიტანეთ ციხის გადასარჩენად. კლუბმა ”ტაძარმა” მოგვცა იმის საშუალება, უკეთ გაგვეცნო ის სულიერ-კულტურული მემკვიდრეობა, რაც მამა-პაპათაგან მივიღეთ. ჩვენ სწორედ კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ვემსახურებოდით.

მაია გარუჩავა

თ.ს.უ-ს სტუდენტი

 

ბანაკში პირველად ვიყავი..თრუსოშიც. მანამდე ყაზბეგი მხოლოდ გერგეთი და მყინვარწვერები მეგონა და მხოლოდ ოცნებაში თუ წარმოვიდგენდი ოდესმე კოშკში თუ მომიწევდა ცხოვრება და უბელო ცხენის ჭენებასაც მივეჩვეოდი. ან ასე სულ ადვილად გავხდებოდი ”თერგდალეული”. არც ვეძა წყაროებზე მსმენოდა რამე. მოკლედ, ბნაკი ”ზაქაგორა” სულ ახალი სამყარო აღმოჩნდა ჩემთვის, სადაც არც ტელეფონი არსებობდა და არც ტლევიზორი ახსოვდა ვინმეს. ვერთობოდით ჩვეულებრივად, ბანკურად, მაგრამ ამ ჩვეულებრივობაშიც ყველაფერი მაინც განსაკუთრებული იყო... არა მგონია, სადმე კიდევ იყოს ისეთი ადგილი, სადაც შეიძლებოდეს ერთდროულად მზეზე გარუჯვაც და წინ აღმართული დათოვლილი მწვერვალის ცქერაც.

მარიამ თეთრაძე

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

ზაფხულისთვის შეუფერებელი სიცივე, გადატეტრებული მყინვარი, მთის იქით კიდევ მთა, ხმაურიანი თერგი, ოთხსაუკუნოვანი კოშკში ცხოვრება. წარსულში დაბრუნება და ”რაინდობის” შეგრძნება. მართლაც რომ დაუვიწყარი იყო თრუსოს ხეობაში გატარებული ათი დღე, ოცი დღემ უკაცრავად და ერთი თვე.
სასიამოვნოდ გვახსენდება ”ტაძრელებს” ჩვენს მიერ ჩატარებული აღდგენითი სამუშაოები და ”ზაქა-გორას” ციხის დასუფთავება.
გვქონდა ექსტურსიებიც, დავათვალიოერეთ სოფლები: ყარათხაყ, ქეთრისი, საუტისი; მოვილოცეთ მიუვალ ადგილეში აგებული ეკლესიები. გადავცურეთ ადიდებული თერგი და გავხდით ”თერგდალეულები”.
 

ალექსანდრე კახობერაშვილი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი

 

მე ახლაც არ ვარ იმ ემოციებისგან დაცლილი, რაც ხობში გატარებულმა დღეებმა დამიტოვა. 10 დღე საკმარისი დროა იმისათვის, რომ შენი ბანაკის წევრების მიმართ იმდენი სითბო დაგიგროვდეს, რომ შემდეგ მათმა დანახვამ დიდი სიხარული მოგგვაროს, ისე როგორც მე... ესეთი ზაფხული არ მქონია, შევიძინე უამრავი კარგი მეგობარი.
ჩემი ცხოვრება იყოფა ბანაკამდე და ბანაკის შემდგომ ეტაპებად. დროს არაჩვეულებრივად ვატარებდით, დავდიოდით მიმდებარე ადგილებში, ვაწყობდით საღამოებს. მეამაყება რომ ვარ კლუბ ”ტაძრის” წევრი და ყველა ახალგაზრდას ვურჩევ გახდეს ”ტაძრელი”.
 

დავით ჭყოიძე

სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის სტუდენტი

 

 საოცარი გრძნობაა, როდესაც ათ დღეს შენი ქვეყნის ერთ-ერთ უძველეს, ისტორიულ ციხე-სიმაგრეზე ატარებ, ეცნობი მის ისტორიას და შენი წვლილი შეგაქვს ციხე-სიმაგრის რესტავრაციაში. ხეთის ციხეზე გატარებული დღეები ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საუკეტესო პერიოდი იყო, ბევრი რამ გავიგე ჩვენი ქვეყნის ისტორიის შესახებ და მეამაყება, რომ აქტიურად ჩავერთე ამ პროექტში. მე იმედი მაქვს, რომ მომავალ წელსაც მივიღებ მონაწილეობას კლუბ ”ტაძრის” ექსპედიციაში.

მაია მიქაია

სამხატვრო აკადემიის სტუდენტი

 

ყველა სულით ქართველის მოვალეობაა მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტში, დადოს თითო აგური თავისი მემკვიდრეობის შესანარჩუნემლად. სხვა რომ არაფერი ვთქვათ ეს პროექტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია --- ლოცვა კურთხევით მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ ამ პროექტში მონაწლე თითოეული ჩვენთაგანი უფლის მიერ იქნება დალოცვილი.
უჯარმაში ჩასულებმა, ვიცოდით იქ სამუშაო დაგვხვდებოდა და ყველანი დიდი ენთუზიაზმით შევუდექით საქმეს. ვასუფთავებდით იორისპირა კოშკშს, მიწით დაფარულ კედლებს, კედლებს რომლებიც ვინ იცის რამდენჯერ დახვედრია მტერს მედგრად, რამდენჯერ შეღებილა მისი თითოეული ლოდი ქართველებისა თუ სპარსელთა სისხლით.
სამუშაოსთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებებს ვაწყობდით, ვცდილობდით თითოეული დღე თავისებურად საინტერესო და დასამახსოვრებელი ყოფილიყო.
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ ხალხს ვინც საშუალება მოგვცა მონაწილეობა მიგვეღო ამ პროექტში. ჩემი აზრით ეს არის პროექტი, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს თითოეულმა ქართველმა. სწორედ ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც უნდა იზრუნის თავის ეროვნულ მემკვიდრეობაზე. შეინარჩუნოს და გადასცეს მომავალ თაობას ის კულტურული ძეგლები, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა მოიტანეს ჩვენამდე.
 

ელინა გედენიძე

სამხატვრო აკადემიის სტუდენტი

   ამ პროექტში მონაწილეობა ძალზედ საინტერესო და შთამბეჭდავი იყო, მაგალითად ბებრისციხეზე დასუფთავების შედეგად აღმოჩნდა კერამიკული ჭურჭლით სავსე ძველი სამზარეულო. ჩვენს ნაკადს ყველაზე მეტად საპასუხისმგებლო სამუშაო მოუწია. ვიყავით მცხეთის მუზეუმში, რომელიც ძალიან მოგვეწონა. იქ ვიხილეთ არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი უნიკალური ნივთები, რომლებიც განუმეორებლად ჩაიბეჭდა ჩვენს მეხსიერებაში.
ბებრსიციხეზე ყოველდღე ათეულობით ტურისტი ამოდიოდა,
ამოვიდნენ ჩეხი ტურისტები, რომლებიც დაინტერესდნენ კლუბი “ტაძრით”, საქართველოს ისტორიითა და კულტურით, ქართული ძეგლებითა და თქმულებებით. მათი დაინტერესება მარტო საუბრით არ შემოიფარგლა, მეორე დილით დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით დაიწყეს ჩვენთან ერთად მუშაობა და კლუბ ”ტაძრის” სრულფასოვანი წევრები გახდნენ.
 

==============================================================
==============================================================
==============================================================
==============================================================
==============================================================
==============================================================
==============================================================
==============================================================
==============================================================

გულიკო ხატიაშვილი

სამხატვრო აკადემიის სტუდენტი

  

 ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც უფრო ახლოს ეცნობი შენი ქვეყნის კულტურას, ეროვნულ განძსა და მემკვიდრეობას. ჩვენ ამის საშუალება მოგვცა ეროვნულმა მემკვიდრეობის კლუბმა “ტაძარმა”. 16 კაცანი ჯგუფით გავემგზავრეთ მცხეთაში, კერძოდ “ბებრისციხეზე”. ეს ციხე-სიმაგრე თავისი მასშტაბით არც თუ ისე დიდია.
    ამ ზაფხულს ციხეზე მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები. დიდია განცდა, როცა მონაწილეობ წარსული ნაშთების აღმოჩენაში. კონკრეტულად, შეხება რომ გაქვს, შენი წინაპრების მიერ დამზადებულ ნივთებთან. აღმოჩენილი იქნა სამზარეულო ნივთები, რომლებსაც რესტავრატორები აღადგენენ და მუზეუმში მიუჩენენ ადგილს, რათა ჩვენი მომავალიც გაეცნოს ჩვენი ყვეყნის წარსულს.