ზაქაგორის კომპლექსი,ფაქტობრივად ციხე_ქალაქი,"თრუსოს ხეობის" (თრუსოს ქვეყნის) უპირობო ცენტრს წარმოადგენდა საუკუნეების მანძილზე.

    კომპლექსის სიძლიერესა და შეუვალობას განაპირობებდა ერთის მხრის,მისი განლაგება სტრატეგიულად ძალზედ მარჯვე და მომგებიან ადგილას, მეორეს მხრის, ამხედრო თავდაცვითი ხელოვნების დაცვით აგებული სასიმაგრო და საცხოვრებელი ნაგებობების ერთობლიობა.

     კლუბი  "ტაძრის" პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების პირველი ეტაპის (მწვანე საფარის მოცილება, ზედაპირული არქეოლოგიური დაზვერვა) დასრულების შემდეგ, საშუალება მოგვეცა დაგვედგინა რამდენიმე, ზაქაგორის არქიტექტურისა და საზოგადოდ, ამ მეტად საინტერესო და მრავალმხრივ საყურადღებო ძეგლის ისტორიის სამომავლო კვლევისთვის მნიშვნელოვანი ფაქტი:

         1.ძალზედ მნიშვნელოვანი იყო კომპლექსის გარე პერომეტრზე,მის ნაწილში საკმაოდ დიდი ფართობის მომცველი ზღუდის ნაშთის გამოვლენა.

         2.გამოვლინდა სამაროვანი_უშუალოდ დაკავშირებული "ციხე_ქალაქთან" , თუმცა მისი ქრონოლოგიური და ტერიტორიული საზღვრების , აგრეთვე ძირითადი მახასიათებლების დადგენა შესაძლებელი გახდა მხოლოდ არქეოლოგიური (გათხრითი)კვლევის შემდეგ.

        3.მნიშვნელოვანი იყო კომპლექსში ამავალი მეორე (შესაძლოა ძირითადი) გზის გამოვლენა.

         ზაქაგორისა და "მისი ქვეყნის" სახით,საქმე გვაქვს მართლაც რომ მრავალმხრივ საინტერესო და საყურადღებო,სხვადასხვა ხასიათისა და დროის ძეგლების ეღტობლიობასთან. მათი საფუძვლიანი,კომპლექსური კვლევა ბევრ გადაუჭარბებლად,სრულიად ახალ ფურცელს წარმოაჩენს კონკრეტულად ამ მხარისა და საზოგადოდ, პირიქითა საქართველოს შუასაუკუნეების ისტორიის შესასწავლად