



როცა საქართველოში შემოიჭრნენ სპარსელები ვახტანგმა უთხრა კათალიკოზ პეტრეს, რომ დამდგარიყო იგი წმინდა რაჟდენის ეკლესიაში, რომელიც ააშენა მან რაბათ უჯარმაში. მას ეჭვი ეპარებოდა, რომ რომელიმე ქალაქს უჯარმის გარშემო შესძლებოდა დაძლევა უჯარმის ციხისა.
დაწყებული IV ს-ის შუა წლებიდან VIII ს-ის დამლევამდე უჯარმა წარმოადგენს ძლიერ ციხე-ქალაქს და მეტად მნიშვნელოვანია ისტორიული თვალსაზრისით.
ციხე-ქალაქი უჯარმა მდებარეობს მდინარე იორის ხეობაში, გომბორის უღელტეხილზე გამავალი თბილისი თელავის გზის მარჯვნივ. იგი შედგება ორი ნაწილისაგან და შესაბამისად მთის რელიეფისა, წარმოგვიდგება, როგორც ქვედა და ზედა ციხეები.
ზედა ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში დგას ორ სართულიანი ნაგებობა, თითოეულ სართულზე სამ-სამი ოთახით, რომელიც აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის მიერ მიჩნეული იქნა მეფის სასახლედ. ზედა ციხის ტერიტორიაზევეა მის ერთ-ერთ კოშკზე მიდგმული ორ სართულიანი ეკლესია, რომლისუძველესი ნაწილი (ქვედა სართული) თარიღდება V საუკუნით. ციხე-ქალაქს, როგორც ჩანს კარგი მომარაგება ქონდა, რაზეც მეტყველებს ეკლესიის ჩრდილოეთით, გალავანზე მიბჯენილი სამეურნეო ნაგებობები, მათ შორის ე.წ. ,,წყლის აუზები’’.
ქვედა ციხის გალავანში მხოლოდ ოთკუთხა კოშკებია ჩართული. მათ ციხის ზღუდის გარეთ ყრუ კედკები აქვთ, ხოლო შიგნითკენ მაღალი და ფართო კარსაკმლები, ნალისებური თაღებით.
განსაკუთრებული ყურადღების ღირსია დიდი, სამ სართულიანი კოშკი, ჩართული ივრის პირა ზღუდის ცენტრში. მას სხვა კოშკებთან შედარებით რთული აღნაგობა აქვს. მისი კონფიგურაციის გამო, მიჩნეულია, რომ ამ კოშკიდან იყო გასასვლელი იორის პირზე და აქედან ხდებოდა ქალაქის წყლით მომარაგება. სწორედ ამიტომ მას პირობითად ,,წყლის კოშკი’’ ეწოდა.
სწორედ ეს კოშკი გახდა წლევანდელი ჩვენი ექსპედიციის უპირველესი ყურადღების საგანი. კოშკი მთლიანად გაიწმინდა, შესწავლილ იქნა და მომზადდა სარესტავრაციოდ, დამუშავდა რესტავრაციის პროექტი.
გაწმენდითი სამუშაოების დროს აღმოჩნდა თიხის ჭურჭლისა და კრამიტის ნატეხები, რამაც კიდევ ერთელ დაადასტურა ცეხი-ქალაქ უჯარმის მნიშვნელობა. კლუბ ,,ტაძრის’’ჩატარებულმა სამუშაოებმა საშუალება მოგვცა კიდევ ერთი ახალი ფურცელი წაგვეკითხა ციხე-ქალაქ უჯარმის დაკარგული წიგნიდან.
არქიტექტორ-რესტავრატორი: არჩილ ფავლენიშვილი


![]()
