



ხამისკურის ციხე-სიმაგრე.ჯიხა (ხეთის ციხე)
უკანასკნელ ხანს დიდი ყურედღება ექცევა ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების რესტავრაცია-კონსტრუქციას, რაშიც დიდი წვლილი მიუძღღვის კულტურის სამინისტროსთან არსებულ ეროვნული მემკვიდრეობის კლუბ "ტაძარს" . ამ შრომატევად სამუშაოებს სრულიად უანგაროდ ასრულებენ თბილისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები. ძალზე დიდია ამ პროექტის მნიშვნელობა. გარდა ძეგლების გადარჩენისა, ხდება ახალგაზრდობის უშუალო შეხება წარსულთან, იზრდება მათი შემოქმედებითი დიაპაზონი, უყალიბდებათ შრომითი ჩვევები, სწავლობენ დამოუკიდებელ ცხოვრებას, უღვივდებათ სიყვარული ჩვენი ისტორიისა და სამშობლოსადმი და რაც მთავარია, ისინი ხდებიან ამ ძეგლების სრულუფლებიანი პატრონები.მ ძაფრდება სურვილი მათი მოვლისა.
2007 წლის აგვისტო-სექტემბერში გრძელდებოდა გაწმენდითი სამუშაოები ხობის რაიონის სოფელ ხამისკურის ციხე-სიმაგრეზე(მეგრულად ჯიხა). წერილობით წყაროებში ეს ძეგლი ხეთის ციხედაა ცნობილი. ადრე ხამისკურის ტერიტორია გამოუყვიათ სოფელ ხეთიდან და ციხეც ამ ფარგლებში მოექცა. ძეგლი წარმოადგენს სამი კოშკით გამაგრებულ ციხე-სიმაგრეს. აშენებულია კლდოვან დედაქანზე კირქვით, კირის ხსნარზე. კედლების სიმტკიცისთვის "არმატურად" ხის ძეგლებია გამოყენებული. ჯერ აუშენებიათ კოშკები და შემდეგ გალავანი. მათ შორის არ არის გადაბმა. კოშკები და გალავნის კედლებში გამართულია ნიშები. სათოფურები მხოლოდ კოშკებშია ჩაშენებული. სართულთაშორისი გადახედვა თაღოვანია. ნომერ 3 კოშკში მისი დიდი ფრაგმენტია შემორჩენილი. კარიბჭე ჩაშენებული აქვს გალავნის ჩრდილოეთის კედელში. გაწმენდის შედეგად გამოვლინდა მორკალულად ნაგები ორი კედელი ,რომელშიც კარიბჭეს გარეთა მხრიდან აქვს მიშენებული. კარიბჭეს ფრაგმენტები და რკინის ლურსმნები. გალავნის აღმოსავლეთით კედელში ჩაშენებულ ნიშს ადგილობრივი მკვიდრი სასანთლე ნიშნს ეძახის. წმენდისას ამოიფრქვა სანთლის მძაფრი სურნელი. ნიშს ირგვლივ შემოუყვება დიდი ზომის ქვის წყობა, რომელიც აბსიდის შთაბეჭდილებას ტოვებს. გალავნის საძირკველთან მიშენებული კედლები და თიხატკეპნილი იატაკი დაფარული იყო ნახშიროვან-ნაცროვანი ფენით, როგორც ჩანს, ქვის საძრკველზე გამართული ხის ნაგებობა ყოფილა გალავანზე მიდგმული. სათავსო ხანძრითაა გადამწვარი. ნაყარ მიწაში აღმოჩნდა დიდი რაოდენობის მსხვილფეხა საქონლის ძვლები, თიხის ჭურჭლის ნატეხები, რკინის ლურსმნები, პურის საცხობი ქვის ანუ კეცის ნატეხები. მათთან ერთად აღმოჩნდა ორი პატარა დანა, თიხის ორნამენტირებული ყალიონი, შვლის დამუშავებული რქა და ვერცხლის მონეტა, რომელიც კიდესთან არის გახვრეტილი და შემდგომ საკიდადაა გამოყენებული. მონეტაზე წარწერა არაბულად არის შესრულებული. მოჭრილია თბილისის ზარაფხანაში 1698 წელს თურქეთის სულთნის -თურღას ხელდასმით.
კოშკი ნომერი 2 ციხე-სიმაგრის ინტერიერში კუთხით სოლისებურადაა შეჭრილი. წმენდის შედეგად , სამხრეთ კედელში დადასტურდა სათოფურები. კოშკის პირველ სართულზე გამართულია მარანი. დასტურდება წითლად გამომწვარი ოთხი ქვევრი, რომელთა პირები ამოდის მეორე სართულის იატაკის ზედაპირზე. სამაგრისთვის ქვევრები კირის ხსნარითაა შელესილი. მეორე სართულის იატაკი დაგებულია ქვის ფილებით. კოშკში მარნის აღმოჩენის ფაქტი იშვიათობაა.
როგორც არქიტექტურული იერსახე,სამშენებლო ტექნიკა და ძეგლზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა მხარს უბამს წერილობით წყაროებსდა ციხე_სიმაგრე გვიანი შუასაუკუნეებით, კერძდ ახ.წ.მე-18 საუკუნის პირველი ნახევრით უნდა დათარიღდეს.
შოთა ირემაშვილი, ომარ კილაძე, ჯავარ სალია
![]()
